Skip to content

Artworks

  • ალქიმია და გამოხდის ხელსაწყოები — შუა საუკუნეებში ისლამურმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. ისინი ატარებდნენ ცდებს, იკვლევდნენ სხვადასხვა ნივთიერებას და აუმჯობესებდნენ ქიმიურ ხელსაწყოებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო იყო ალემბიკი, რომელსაც სითხეების გამოხდისთვის იყენებდნენ. ამ მეთოდით შესაძლებელი იყო ნივთიერებების გამოყოფა და გაწმენდა. ალემბიკის დახვეწას ჯაბირ იბნ ჰაიანსა და სხვა ქიმიკოსებს უკავშირებენ. გამოხდის მეთოდი დღესაც გამოიყენება ქიმიურ ლაბორატორიებსა და მრეწველობაში. მისი დახმარებით ამზადებენ სუნამოებს, იღებენ ეთერზეთებს და გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებას. თანამედროვე ხელსაწყოებმა ეს პროცესი უფრო ზუსტი და ეფექტური გახადა.
  • ქაღალდი — ქაღალდი პირველად ჩინეთში გამოიგონეს. მოგვიანებით ქაღალდის დამზადების ტექნიკა ცენტრალური აზიის გავლით ისლამურ სამყაროში გავრცელდა. ბაღდადში, დამასკოსა და სხვა ქალაქებში განვითარდა ქაღალდის წარმოება. ქაღალდი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ხელი შეუწყო წიგნების, ხელნაწერებისა და სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას. ქაღალდი დღემდე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ვიყენებთ წიგნების, რვეულების, დოკუმენტებისა და სხვადასხვა შესაფუთი მასალის დასამზადებლად. დღეს ქაღალდის წარმოება თანამედროვე დანადგარებით ბევრად უფრო სწრაფი და მასშტაბურია, რამაც მისი ფართოდ გამოყენება შესაძლებელი გახადა.
  • ასტრონომია — ასტროლაბი ძველი ასტრონომიული ხელსაწყოა, რომელსაც იყენებდნენ ციური სხეულების მდებარეობის დასადგენად, დროისა და სხვადასხვა კუთხის გამოსათვლელად. ასტროლაბის საფუძველი ძველ ბერძნულ სამყაროში შეიქმნა, თუმცა ისლამურმა მეცნიერებმა და ხელოსნებმა იგი მნიშვნელოვნად განავითარეს და გააუმჯობესეს. ამ ხელსაწყომ დიდი როლი ითამაშა ასტრონომიისა და ნავიგაციის განვითარებაში. დღეს ასტროლაბის ნაცვლად თანამედროვე ასტრონომიულ ხელსაწყოებს ვიყენებთ, მაგალითად, ტელესკოპებსა და თანამგზავრებს, რომლებიც ციურ სხეულებზე დაკვირვებაში გვეხმარება. ნავიგაციაში კი ფართოდ გამოიყენება GPS სისტემა, რომელიც თანამგზავრების დახმარებით ჩვენს მდებარეობას განსაზღვრავს. ეს გვიჩვენებს, რამდენად განვითარდა ვარსკვლავებისა და ციური სხეულების შესწავლის მეთოდები.
  • მათემატიკა — ალ-ხვარაზმი იყო ცნობილი მათემატიკოსი, რომელიც ბაღდადში მოღვაწეობდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალგებრის განვითარებაში. დაახლოებით 830 წელს დაწერა წიგნი „ალ-ჯაბრ ვალ-მუქაბალა“, რომელშიც აღწერა განტოლებების ამოხსნის მეთოდები. სწორედ მისი წიგნის სახელწოდებიდან წარმოიშვა სიტყვა „ალგებრა“, ხოლო მისი სახელის ლათინიზებული ფორმიდან სიტყვა „ალგორითმი“. დღეს ალგებრას აქტიურად ვიყენებთ ინჟინერიაში, მშენებლობაში, ფინანსებსა და სხვადასხვა რთულ გამოთვლაში. ალგორითმები კი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველია — მათი დახმარებით მუშაობს კომპიუტერული პროგრამები, საძიებო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი. დროთა განმავლობაში მათემატიკური მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწა და თანამედროვე მეცნიერების განუყოფელ ნაწილად იქცა.
  • ოპტიკა — იბნ ალ-ჰაისამი იყო ცნობილი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ოპტიკის განვითარებაში. იგი იკვლევდა სინათლეს, მხედველობას, არეკვლასა და გარდატეხას. მან შეისწავლა კამერა ობსკურას მუშაობის პრინციპი. ეს არის ბნელი სივრცე, რომელშიც პატარა ხვრელიდან შემოსული სინათლე მოპირდაპირე ზედაპირზე გამოსახულებას ქმნის.მისმა კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ოპტიკის შემდგომი განვითარებისთვის. ოპტიკის განვითარებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა თანამედროვე ფოტოაპარატებისა და ტელეფონის კამერების შექმნისთვის. დღეს სინათლისა და ლინზების პრინციპებს ვიყენებთ ასევე სათვალეებში, მიკროსკოპებსა და ტელესკოპებში. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ისეთი გამოსახულებების მიღება, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.
ალქიმია და გამოხდის ხელსაწყოები
No. 01

ალქიმია და გამოხდის ხელსაწყოები

ქაღალდი
No. 02

ქაღალდი

ასტრონომია
No. 03

ასტრონომია

მათემატიკა
No. 04

მათემატიკა

ოპტიკა
No. 05

ოპტიკა

Immersive Experience

Walk through this gallery in 3D

Step inside a virtual gallery space. Walk up to each artwork. See them as they were meant to be seen.

Experience in 3D

React to this gallery

Guestbook

Sign in to leave a comment.

Loading…

Galerra

Create your own exhibition

Upload your work and we build a walkable 3D show in about a minute. Free to start.

Create your own exhibition — free